გენდერი

გენდერი
• ტერმინი „გენდერი” აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურად კონსტრუირებულ როლებს რომელიც მიეწერებათ მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით. ამდენად გენდერული როლები დამოკიდებულია კონკრეტულ სოციო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ კონტექსტზე და განიცდის სხვადასხვა ფაქტორების გავლენას რასის, ეთნიკურობის, კლასის, სექსუალური ორიენტაციის და ასაკის მიხედვით. გენდერული როლების შესწავლა ხდება და ფართოდ განსხვავდება თითოეული კულტურის ფარგლებში და კულტურებს შორის. პიროვნების ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებით გენდერული როლები შეიძლება შეიცვალოს.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,
• (ინგლ. Gender - სქესი. უფრო ხშირად გულისხმობს გრამატიკულ სქესს). ეს ტერმინი იხმარება სოციალურ მეცნიერებებში ადამიანის სქესობრივი კუთვნილების სოციო-კულტურული ასტექტის აღსანიშნავად. გენდერი არის სქესობრივი განსხვავების სოციალური ორგანიზაცია; ანუ არის ქცევის კულტუროლოგიური მახასიათებელი, რომელიც დადგენილია საზოგადოებაში და შეესატყვისება მოცემულ სქესს კონკრეტულ კულტურულ დროსა და სივრცეში. ინგლისურ ენაში Sexs-ი ნიშნავს სქესს, ხოლო Gender - შეიძლება განვიხილოთ როგორც „სოციო-სქესი“. ორივე ცნება გამოიყენება საზოგადოების ჰორიზონტალური სოციო-სქესობრივი სტრატიფიკაცისათვის და განსხვავდება ვერტიკალური - კლასობრივი, წოდებრივი და სხვ. სტრატიფიკაციისაგან. Sexs-ი აღნიშნავს ბიოლოგიურ სქესს და აჯამებს ბიოლოგიური განსხვავებებს ქალსა და მამაკაცს შორის; გენდერი - სოციალური კონსტრუქციაა, რომელიც აღნიშნავს ქცევის თავისებურებებს და სოციალურ სტრატეგიას. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ Sexs-ი და გენდერი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა პოლუსზე იმყოფებიან. სქესი სასტარტო პოზიციაა რომლითაც ადამიანი იბადება; მას ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ. ესენია: ჰორმონალური სისტემა, ბიო-ქიმიური პროცესების მიმდინარეობის თავისებურება, გინეკოლოგიური და ანატომიური განსხვავება და სხვ. გენდერი სხვაგვარი კონსტრუქციაა - ეს არის ადამიანის სქესობრივი კუთვნილების მიხედვით საზოგადოებაში მისი სოციალიზაციის ერთგვარი დასკვნითი კონსტრუქცია. სწორედ გენდერი და არა სქესი განსაზრვრავს ქალის და მამაკაცის ფსიქოლოგიურ ნიშნებს, შესაძლებლობებს, მოღვაწეობის სფეროს, პროფესიას, საქმიანობას და ემყარება აღზრდის სისტემას, ტრადიციას და წეს-ჩვეულებებს, სამართლებრივსა და ესთეტიკურ ნორმებს.
• ტერეზა დე ლაურეტისის აზრით, გენდერი არის პროცესი, რომელიც სუბიექტს მისი სქესობრივი სხვაობების გზით აგებს, რომლებიც, თავის მხრივ, კავშირშია მის რასობრივ, ეთნიკურ, სოციალურ სხვაობებთან. გენდერის აგება სოციალურად ხდება, მისი აგების მექანოზმებს კი გენდერული ტექნოლოგიები უწოდეს.
Source: ანთელავა ლიანა, კულტურა და გენდერი [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002,
• 70-იანი წლების ბოლოდან „გენდერის“ გაგება უფრო ფართოდ იქნა გამოყენებული. მრავალმა ჰუმანიტარმა ტერმინი „გენდერი“ მიიღო (ჰოფმანის შემოთავაზებით) როგორც პიროვნებათშორისი ურთიერთობების სისტემა, რომლის მეშვეობითაც იქმნება, მტკიცდება და ყალიბდება წარმოდგენა მამაკაცსა და ქალზე, როგორც სოციალური რიგი კატეგორიებზე.
Source: ჯავახიშვილი მანანა. გენდერული კვლევები და ისტორიული მეცნიერება. [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
• ცნება, რომელიც გულისხმობს კულტურით განპირობებულ შეხედულებებს ქალისა და მამაკაცის ინტელექტუალური შესაძლებლობების, მათი პიროვნული თვისებებისა და ქცევის შესახებ. გენდერი, როგორც კონსტრუქტი იქმნება საზოგადოების მიერ, როგორც ქალისა და მამაკაცის სოციალური მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მათ როლსა და მდგომარეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
Source: Internet publication
• ეწოდება სოციალური სქესს. გენდერი როგორც ტერმინი ქალთა კვლევებში გამოჩნდა სამოციანი წლების მიწურულს. იგი შემოვიდა ლათინურ ენებში გრამატიკული სქესის აღმნიშვნელი სიტყვა gender-ისგან და შეიძინა სოციალური სქესის მნიშვნელობა. გენდერის როგორც ტერმინის შემოტანა საჭირო გახდა იმიტომ, რომ ანალიზისას მკვლევრებს ერთმანეთისგან გაემიჯნათ ბიოლოგიური სქესი, რომლის მიხედვითაც ადამიანები მამრობითი ან მდედრობითი სქესის არსებებად იბადებიან (შეისაძლოა ადამიანი ორსქესიანიც დაიბადოს, რაც პლასტიკური ჩარევით რეგულირდება), სოციალური სქესისგან (გენდერისგან) ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ფასეულობების სისტემისგან, რომელიც მათ ქალებად და მამაკაცებად აყალიბებს. გენდერისა და გენდერული კვლევების პოპულარიზაციას იმანაც შეუწყო ხელი, რომ იგი არ ფოკუსირდება მარტო ქალებზე, არამედ კაცებზეც, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მდგომარეობის ქალების მგომარეობისთვის შედარების ხარჯზე მოხდეს ქალების დისკრიმინაციის დემონსტრირება, არამედ თვით მამაკაცურობის როგორც სოციალურ-კულტურული ფენომენის შესასწავლადაც. გენდერი არის სოციალური კატეგორია, რომელიც ისტორიულად არსებობს და ეპოქებისა და კონტექსტის გათვალისწინებით მუდმივ ცვლილებას განიცდის.
Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
• ცნება პირველად ანთროპოლოგმა გეილ რუბინმა (1975წ.) შემოიტანა მეცნიერებაში და განსაზღვრა, როგორც „შეთანხმებათა კომპლექსი, რომელიც როგორც საზოგადოებრივი მოღვაწეობის საგანი, არეგულირებს ბიოლოგიურ სქესს». თანამედროვე კვლევებში ყველა ავტორი ეყრდნობა გენდერის, როგორც სოციალური სქესის გაგებას. სქესი დაკავშირებულია ქალსა და მამაკაცს შორის ფიზიკურ, სხეულებრივ განსხვავებებთან, ცნება „გენდერი“ კი მიუთითებს მათ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ თავისებურებებზე. თუკი სქესი ბიოლოგიურად არის დეტერმინირებული, მაშინ გენდერი არის სოციალურად და კულტურულად მოცემული. გენდერი – ეს არის სქესთაშორისი განსხვავებების სოციალური ორგანიზაცია: ქცევის კულტუროლოგიური მახასიათებელი, რომელიც შეესაბამება სქესს მოცემულ დროში და მოცემულ საზოგადოებაში; გენდერი წარმოადგენს სოციო-სქესობრივი როლების მიმართებათა სისტემის სოციალურ კონსტრუქციას. გენდერი მნიშვნელოვანწილად აპირობებს ქალებისა და მამაკაცების ფსიქიკურ თვისებებს, უნარებს, მოღვაწეობის სფეროებს, პროფესიებს და საქმიანობებს, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს“.გენდერი აღნიშნავს სოციალური და კულტურული ნორმების ერთიანობას, რომელთა შესრულებასაც საზოგადოება მიაწერს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესიდან გამომდინარე. გენდერის ცნება სოციალურ მეცნიერებაში გამოიყენება ადამიანის სქესობრივი მიკუთვნებულობის სოციალურ-კულტურული ასპექტის გამოსახატავად.გენდერი – ეს არის გარკვეულ კულტურულ (სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ) კლიმატში ქალისა და მამაკაცის სოციალური როლებისა და ფუნქციის შეფასების ფსიქიკაში ასახვისა და საზოგადოების სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ინსტიტუტებში ამ შეფასების შესატყვისი ასახვის ერთობლიობა. ამგვარად, ერთის მხრივ გენდერი, როგორც სოციალურ შეფასებითი მოვლენა (ფენომენი) ადამიანის ცნობიერების და არაცნობიერის ნაყოფია და ადამიანთა და საერთოდ საზოგადოების ფსიქიკაში არსებობს ფსიქიკური წარმონაქმნის, ფსიქიკური სტრუქტურის სახით, ხოლო მეორეს მხრივ, კი გენდერი, როგორც სოციალურ-შეფასებითი ფენომენის საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუტებში ასახვის შედეგი, არსებობს გარე სამყაროში ობიექტური სახით, როგორც საზოგადოებრივი სისტემების მოქმედების ერთ-ერთი მექანიზმი და მათი სოციალური პროდუქტი.
• გამოიყენება ქალისა და მამაკაცის განსხვავებული თავისებურებებისთვის, რომელიც აქცენტს აკეთებს სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე და არა ბიოლოგიურზე.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
• თანამედროვე მეცნიერებაში ტერმინი „გენდერი“ (gender), სქესის (sex) ბიოლოგიური გაგებისაგან განსხვავებით, სქესის სოციალური ფენომენისა და სოციოლოგიური დისკურსის აღსანიშნავად იხმარება. იგი საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ერთ-ერთი საბაზისო განზომილებაა, რომელიც სხვა კულტურულ და სოციალურ-დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად (რასა, ასაკი, ეთნოსი, სტრატა) აყალიბებს სოციალურ სისტემას. ეს არის გარკვეულ კულტურაზე დაფუძნებული მამაკაცებსა და ქალებს შორის საზოგადოების ძირითად სოციალურ ინსტიტუტებში კონსტრუირებული სოციალური ურთიერთობების ფუნდამენტური მაჩვენებელი. გენდერული როლების (მამაკაცებისა და ქალების) განსაზღვრა სუბიექტურია და კონკრეტულ-ისტორიულ ხასიათს ატარებს. თითოეულ საზოგადოებას აქვს თავისი ჩვეულებები, ტრადიციები და ნორმები, რომლებიც სოციალურ-სქესობრივ როლებს განსაზღვრავს. დღეს გენდერული ურთიერთობები განიხილება როგორც მამაკაცებსა და ქალებს შორის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (მართვის, პოლიტიკურ, ოჯახის და სხვ.) არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი.ტერმინი „გენდერი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „გენოს“ – დაბადება, წარმოშობა, ჯიში, გვარი, შთამომავალი, სქესი (ფორმა Gender მიმღეობის ფორმაა). გენდერი გულისხმობს, რომ მამაკაცების, ქალების და გარემოს ურთიერთკავშირის ანალიზს, უპირველეს ყოვლისა, საფუძვლად უნდა დაედოს არა სქესის, არამედ გვარის გამოცდილება, სადაც ქალის სოციუმი მთლიანი საზოგადოებრივი სისტემის ინტეგრალურ ნაწილად განიხილება. ამასთან, სოციალური გამოკვლევების მეთოდოლოგიის პოზიციიდან, ცნებას „გენდერული ურთიერთობა“ ერთმნიშვნელოვანი განმარტება არა აქვს
Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
• სქესის სოციალური და კულტურული ინტერპრეტაცია ანუ ის, რასაც საზოგადოება აღიქვამს როგორც ქალურ და მამაკაცურ თვისებებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვიბადებით კონკრეტული სქესით, მაგრამ ვსწავლობთ გენდერს, ე. ი. იმას, თუ რას ნიშნავს იყო კაცი ან ქალი. გენდერული განსხვავების მაგალითია ის, რომ ქალებისაგან ზოგადად მოელიან ძირითად პასუხისმგებლობას სახლის საქმეებზე, ხოლო მამაკაცებისგან - არა. გენდერი მოიცავს არა მარტო იმ დამახასიათებელ ნიშნებს და თვისებებს, რომლებსაც ჩვენ მამაკაცურად ან ქალურად ვთვლით, არამედ იმასაც, რის გაკეთებასაც მოელიან კაცებისა და ქალებისაგან: რა როლებისა და ამოცანების შესრულება ეკისრებათ მათ, როგორი ქცევაა მოსალოდნელი; ასევე, მათგან მოელიან გარკვეულ სფეროებში მუშაობას, გარკვეულ თემებზე ფიქრს, გარკვეული ღირებულებების ქონას და ა. შ. ქალებისგან ძირითადად მოსალოდნელია, რომ მათთვის ღირებული იყოს ურთიერთობები, ხოლო კაცების შემთხვევაში - მათი მიღწევები. ითვლება, რომ ქალები უფრო მეტს ფიქრობენ სხვა ადამიანებზე, ვიდრე კაცები და რომ კაცებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მათი ერის (ქვეყნის) კეთილდღეობა და ა. შ.</div>
See also: <<გენდერული თანასწორობა>>, <<გენდერული ტექნოლოგიები>>, <<გენდერული ძალადობა>>
Source: გენდერული ტრენინგი პედაგოგებისათვის / [რედ.: მარიამ მიქაშავიძე, ქეთი საყვარელიძე] ; მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ. : სიესტა, 2004 - 107გვ. : ილ. ; 23სმ. - - ბიბლიოგრ.: გვ. 107. - ISBN 99940-0-116-7 : [ფ.ა.] [MFN: 27240]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Полезное


Смотреть что такое "გენდერი" в других словарях:

  • ნეიტრალური გენდერი — მიდგომა, რომელიც არ ახდენს არანაირ განმასხვავებელ ზეგავლენას (არც პოზიტიურს და არც ნეგატიურს), ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობის საკითხზე. Source: გენდერული თანასწორობის საკითხები: ევროპული გამოცდილება და ქართული რეალობა, / [რედაქტორები: მაია… …   Georgian encyclopedia

  • გენდერული თანასწორობა — • ნიშნავს თანაბარ შესაძლებლობებს, მონაწილეობის და ორივე სქესის გამოჩენას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარ დონეზე. გენდერული თანასწორობა არ უნდა გავიგოთ როგორც გენდერული მრავალფეროვნების, არამედ პირიქით, როგორც გენდერული… …   Georgian encyclopedia

  • გენდერული ტექნოლოგიები — დისკურსიული მექანიზმები, რომლებიც გენდერის წარმოების ფორმებს და სტადიებს იძლევა. გენდერული ტექნოლოგია აჩვენებს, როგორ ხდება სქესი იდეოლოგიური პროდუქტი.</div> See also: Source: ანთელავა ლიანა, კულტურა და გენდერი [გენდერული პრობლემატიკა… …   Georgian encyclopedia

  • გენდერული მეინსტრიმინგი — • ქალთა და მამაკაცთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების სისტემური ინტეგრაცია პოლიტიკის ფორმირების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით. სამი ძირითადი ჯგუფი შეიძლება გამოიყოს იმ სტრუქტურების,… …   Georgian encyclopedia

  • დიფერენციალური სოციალიზაცია — პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი ითვისებს თავისი სქესის შეაბამის ქცევის მოდელებს, ღირებულებებს და ა.შ. დიფერენციალური სოციალიზაციის ჩანასახები ვლინდება ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე. მშობლებს უნდათ წინასწარ იცოდნენ გოგო ეყოლებათ მათ თუ ბიჭი,… …   Georgian encyclopedia

  • გენდერის სოცილური კონსტრუქტივიზმი — ფემინისტური თეორია, რომლის მიხედვითაც გენდერი არ არის ბიოლოგიურად დეტერმინირებული, არამედ იგი სოციალურად კონსტრუირებულია ძალაუფლების ასიმერტიული გადანაწილების გამო. Source: წერეთელი მზია. გენდერი კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი… …   Georgian encyclopedia

  • ფემინიზმი — • სიტყვა „ფემინიზმი”: ლათ. Femina ქალს ნიშნავს. ქალთა გამოსვლას მამაკაცებთან უფლებრივი გათანაბრების მიზნით დაერქვა ფემინიზმი. აქედან იღებს სათავეს ფემინიზმი. ამიტომ, როცა ამბობენ „ჩვენ ქალთა უფლებებს ვიცავთ, მაგრამ ფემინისტები არა ვართო” ეს… …   Georgian encyclopedia

  • ზებრისებური სია — პროპორციულ საარჩევნო სისტემებში პარტიული სიების შედგენისას, ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობით წარდგენა. Source: გენდერი და დემოკრატია: როგორ ვიმუშაოთ? : ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის სტრატეგია / [პუბლიკაცია მოამზადა: მაია კუპრავა… …   Georgian encyclopedia

  • თორა — • (კანონი). ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი ხუთწიგნეული ებრაულად, დედნის ენაზე. მათ ავტორად ანუ ჩამწერად ითვლება ღმერთთანმეტყველი მოსე, რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი.… …   Georgian encyclopedia

  • ორპალატიანი საარჩევნო სისტემა — სადაც კანდიდატთა შერჩევა ხდება როგორც მაჟორიტარული, ასევე პარტიული სიებით. Source: გენდერი და დემოკრატია: როგორ ვიმუშაოთ? : ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის სტრატეგია / [პუბლიკაცია მოამზადა: მაია კუპრავა შარვაშიძემ, თამარ აბრამიშვილმა] ; ქალთა… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»